06 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
ტროპიკული შტორმი ნეიტი მექსიკასა და შეერთებულ შტატებს ემუქრება

ტროპიკული შტორმი ნეიტი ძალას იკრებს და მექსიკასა და შეერთებულ შტატებს ემუქრება.

მეტეოროლოგებმა სტიქიას უკვე ქარიშხლის კატეგორია მიანიჭეს.

სინოპტიკოსების განცხადებით, სტიქია მექსიკის ყურედან მდინარე მისისიპის უახლოვდება, ეპიცენტრში კი ქარის სიჩქარე უკვე საათში 130 კილომეტრს აღწევს.

პროგნოზის თანახმად, ნეიტი სანაპირო ზონას გამთენიისას მიაღწევს. ის მექსიკის კურორტებს, ლუიზიანას და ფლორიდის შტატებს ემუქრება.

ამ რეგიონებში უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

ნეიტს უკვე მოჰყვა პირველი მსხვერპლი ცენტრალურ ამერიკაში. სტიქიამ კოსტა რიკას, ნიკარაგუას და ჰონდურასს გადაუარა და 28 ადამიანი იმსხვერპლა. 

დღის ამბები