06 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ლონდონის ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სკოტლანდ-იარდმა ტერაქტის ვერსია გამორიცხა

ლონდონის ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სკოტლანდ-იარდმა ტერაქტის ვერსია გამორიცხა. გამოძიების ცნობით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო და ტერორიზმს არ უკავშირდება.

გუშინ კენსინგტონის რაიონში, ისტორიის მუზეუმის მახლობლად მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოში 9 მათგანი გადაიყვანეს, თუმცა არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მანქანის მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. 

დღის ამბები