06 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
პუტინის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 250-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში გვიან ღამემდე გაგრძელდა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დაკავებები. ვლადიმერ პუტინის 65-ე იუბილეზე მისი მშობლიური ქალაქის ქუჩებში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა. მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომასა და არჩევნებზე ალექსეი ნავალნის დაშვებას მოითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა არასანქცირებული შეკრება ძალის გამოყენებით დაშალეს. პოლიციის განყოფილებაში 40-მდე მომიტინგე გადაიყვანეს, რუსეთის მასშტაბით კი ძალოვანებმა სულ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება უკვე დაგმო ორგანიზაცია "ემნესტი ინთერნეშენალმა" და რუსეთის ხელისუფლებამ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები