06 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის არმიასა და ისლამისტ მებრძოლებს შორის შეტაკებები დაიწყო

თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის არმიასა და ისლამისტ მებრძოლებს შორის შეტაკებები დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები იდლიბის პროვინციაში მიმდინარეობს, სადაც ოფიციალურმა ანკარამ გუშინ ახალი ოპერაცია წამოიწყო. მისი მიზანი რეგიონის "ტაჰრირ ალ შამის" ალიანსში შემავალი ისლამისტური დაჯგუფებებისგან გაწმენდაა.

თურქეთის არმიამ სამხედრო ტექნიკისთვის გზის გასახსნელად სირიის საზღვართან აღმართული ბარიერის ნაწილიც აიღო. პარალელურად, ვრცელედება ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ქალაქ მეიადინი ალყაში მოაქციეს და ამ დროისთვის მათ განდევნას ქალაქის დასავლეთ რაიონებიდან ცდილობენ.

დღის ამბები