06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

შეერთებულმა შტატებმა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიზეზი, საკონსულოს ერთ-ერთი მუშაკის დაკავება გახდა, რომელსაც ანკარა ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირს ედავება.

დიპლომატიური უწყების განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საკუთარი საელჩოს პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვს.

განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში კი, ოფიციალურმა ანკარამ ამერიკის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეერთებულ შტატებში მდებარე ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას აუკრძალა.

დღის ამბები