06 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
ძლიერი ხანძარი მოსკოვში - ზარალი 5 მილიარდ რუბლს აღემატება

3 ადამიანი დაშავდა ძლიერი ხანძრის შედეგად მოსკოვში. ცეცხლი ქალაქის გარეუბანში მდებარე სამშენებლო მასალების უმსხვილეს ბაზრობას გუშინ დღის მეორე ნახევარში გაუჩნდა. მაშველებმა 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ებრძოდნენ. მთლიანად განადგურებულია სავაჭრო ცენტრის ტერიტორია. ხანძრის გამო ჩაინგრა შენობის სახურავი, მიწისქვეშა სადგომზე კი, რამდენიმე მანქანა აფეთქდა.

ადგილზე 350-ზე მეტი მეხანძრე და ავიაცია იყო მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრით გამოწვეული ზარალი 5 მილიარდ რუბლს აღემატება.

გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობს.

დღის ამბები