06 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
ესპანელმა სამართალდამცველებმა 4 ტონამდე კოკაინი ამოიღეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 4 ტონამდე კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალებები გემის საიდუმლო საცავში იყო დამალული. პოლიციამ კოლუმბიიდან მომავალი გემი კანარის კუნძულების მახლობლად გააკავა და პორტში გადაიყვანა.

დაკავებულია ეკიპაჟის 7 წევრი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოკაინის საერთო ღირებულება 200 მილიონ ევროს აღემატება. 

დღის ამბები