06 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა კალიფორნიაში - ტყის ხანძარს 10 ადამინი ემსხვერპლა

10 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა ტყის ხანძარს კალიფორნიაში. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სან ფრანცისკოს მახლობლად გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ბოლო 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ ებრძვიან. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, დაკარგულებს მაშველები ეძებენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონიდან 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. განადგურებულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. კალიფორნიის რეგიონში, რომელიც ღვინის წარმოებითაა პოპულარული, დამწვარია ვენახები და ქარხნები.

ცეცხლის ჩაქრობას მშრალი ამინდი და ქარი უშლის ხელს.

დღის ამბები