06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ესპანეთი დიალოგის დასაწყებად კატალონიას პირობას უყენებს

ესპანეთი დიალოგის დასაწყებად კატალონიას პირობას უყენებს. ქვეყნის მთავრობა ავტონომიის ლიდერებს, კანონის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯების განსახილველად დღეს მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას ჩაატარებს.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ავტონომიის ლიდერი შეადარა ადამიანს, რომელმაც არ იცის ახლა სადაა ან საითკენ მიდის.

კარლეს პუჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი გუშინ მოაწერა, თუმცა მისი ამოქმედება დროებით, მაშინვე შეაჩერა და ესპანეთის ხელისუფლებას დიალოგის დაწყება შესთავაზა.

დღის ამბები