06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ესპანეთის ვიცე -პრემიერმა კარლეს პუჩდემონი შეადარა ადამიანს, რომელმაც არ იცის ახლა სადაა ან საითკენ მიდის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიის ლიდერს მოუწოდებს დაადასტუროს, გამოაცხადა თუ არა ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობა.

განცხადება ამის შესახებ მარიანო რახოიმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მანამდე ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად პირობაც წაუყენა და კანონის პატივისცემა მოსთხოვა.

ესპანეთის ვიცე-პრემიერმა კარლეს პუჩდემონი შეადარა ადამიანს, რომელმაც არ იცის ახლა სადაა ან საითკენ მიდის.

კარლეს პუჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი გუშინ მოაწერა, თუმცა მისი ამოქმედება დროებით შეაჩერა და ცენტრალურ ხელისუფლებას დიალოგის დაწყება შესთავაზა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები