06 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ჰარვი ვაინშტეინს სექსუალურ ძალადობაში ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუც ადანაშაულებენ

ცნობილი კინოპროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის მიმართ ბრალდებებს ჰოლივუდის ვარსკვლავები შეუერთდნენ. სექსუალური სახის ძალადობაში 65 წლის ვაინშტეინს ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუც ადანაშაულებენ. მსახიობების განცხადებებით, მსგავსი ინციდენტები მათი კარიერის დასაწყისში მოხდა. ანჯელინა ჯოლის თქმით, მას შემდეგ ვაინშტეინთან აღარ უთანამშრომლია. სტატია ჰარვი ვაინშტეინის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე ”ნიუ იორკ თაიმსში” რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა. სკანდალის გამო ის საკუთარი კინოსტუდიიდან დაითხოვეს და მეუღლემაც მიატოვა. 41 წლის ჯორჯინა ჩაპმანი აცხადებს, რომ მისი მეუღლის ქმედებები მიუტევებელია

დღის ამბები