06 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ NBC-ს ლიცენზია ჩამოართვას

დონალდ ტრამპი კვლავ მედიას უპირისპირდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამჯერად ტელეკომპანია NBC-ს გააკრიტიკა და მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევაც არ გამორიცხა. დონალდ ტრამპი არხის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტი ბირთვული არსენალის გაათმაგებას აპირებს. დონალდ ტრამპმა ამ ინფორმაციას სიყალბე და ფანტაზია უწოდა.  NBC-მ თეთრი სახლი მაშინაც გააღიზიანა, როდესაც ტილერსონისა და ტრამპის დაპირისპირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მაშინ ტელეარხმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპს გონებაჩლუნგი უწოდა. აღსანიშნავია, რომ წლების წინ სწორედ  NBC-ზე გადიოდა დონალდ ტრამპის რეალითი შოუ "კანდიდატი", რომელმაც ის ტელე-ვარსკვლავად აქცია. კანდიდატის მაშინდელი პროდიუსერი კი დღეს  СNN-ის დირექტორია, რომელიც პერიოდულად ასევე ხდება ხოლმე კრიტიკის ობიექტი.

დღის ამბები