06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის ბედს ორ დღეში გადაწყვეტს

ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის ბედს ორ დღეში გადაწყვეტს.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორები ვაინშტეინის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს შაბათს დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ. სკანდალის გამო მას უკვე შეუჩერა წევრობა ბრიტანეთის კინოაკადემიამ. პარალელურად, ვაინშტეინის მიმართ ბრალდებებს გამოეხმაურა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, რომლის საარჩევნო კამპანიასაც კინოპროდიუსერი აფინანსებდა. კლინტონის განცხადებით, ის შოკირებულია და ვაინშტეინის მიერ გაღებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.

ამავე თემაზე
დღის ამბები