06 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ავსტრალიაში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ავსტრალიაში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.

ლაინერი რეისს აბუ-დაბიდან სიდნეის მიმართულებით ასრულებდა, თუმცა მოულოდენლად პილოტის კაბინაში გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, რის გამოც, ეკიპაჟმა ავარიული დაშვება გადაწყვიტა. ბოინგ 777 ადელაიდის აეროპორტში დასვეს.

ბორტზე 349 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებმაც ლაინერი ავარიული გასასვლელებიდან დატოვეს.

შემოწმების შემდეგ ბოინგის ვენტილაციის სისტემაში ტექნიკური გაუმართაობა აღმოჩნდა.

მგზავრებს სიდნეიში სხვა ავიაკომპანიების რეისებით ჩაიყვანენ.

დღის ამბები