06 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა ხვალ უნდა აირჩიოს. მანამდე კი პოლიტიკურმა პარტიებმა მომხრეებთან ბოლო შეხვედრები გამართეს.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პარლამენტში პირველად შესვლის შანსი აქვს ულტრა მემარჯვენე პარტია თავისუფლებას.

ვენაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს პარტიის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის მმართველი გუნდი და ისლამის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, ისლამი ავსტრიის ნაწილი არ არის და პარტია ქვეყნის უფრო მეტ ისლამიზაციას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები