06 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ყირგიზები დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებში არ მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ვადა პირველ დეკემბერს ეწურება. ალმაზბეკ ატამბაევს მეორე ვადით არჩევნის უფლება არ აქვს. მან ხმა ბიშკეკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა და აღნიშნა, რომ ეს პირველი არჩევნებია ქვეყნის ისტორიაში, სადაც ერთიანი ეროვნული ლიდერის კანდიდატურა არ არის წარდგენილი, მთავარი კანდიდატების რეიტინგები კი ფაქტობრივად თანაბარია. საარჩევნო მარათონის ფავორიტებად ორი კანდიდატი მოიაზრება. ორივე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

კიდევ ერთი სიახლე ელექტრონული საარჩევნო სისტემაა. დამონტაჟდა მაღალი ტექნოლოგიის ურნები, რომელიც ბიულეტენების მონაცემებს კითხულობენ და ცენტრალურ სარჩევნო კომისიის მონაცემთან ბაზაში გადაგზავნიან. საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას ქვეყნის მასშტაბით 10 ათასი პოლიციელი იცავს.

დღის ამბები