06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
გავლენიანი კინო პროდიუსერი  ჰარვი ვაინშტეინი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული გავლენიანი კინო პროდიუსერი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ აკადემიის დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. საგანგებო სხდომა ამერიკის კინოხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 20-ზე მეტმა მსახიობმა კინო-სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

აკადემიიდან გარიცხვა ნიშნავს, რომ 65 წლის ვაინშტეინი ოსკარის ნომინანტებისა და ლაურეატების არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ვაინშტაინის მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს ოსკარის 300-ზე მეტი ნომინაცია და 81 ჯილდო აქვს მიღებული. მსახიობების მიერ გამოთქმული ბრალდებების გამო შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში პროდიუსერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები