06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
მარაკეშში ივ სენ ლორანის მუზეუმი იხსნება

მარაკეშში ივ სენ ლორანის მუზეუმი იხსნება. ექსპოზიცია ცნობილი მაროკოში ვიზიტის 50 წლის თავს ეძღვნება, რომელმაც დიზაინერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. მუზეუმი მისივე სახელობის ქუჩაზე განლაგდა, იმ ბოტანიკურ ბაღთან რომელიც, ივ სენ ლორანსა და მის პარტნიორს, პიერ ბერგეს - 1980 წლიდან ეკუთვნით.

საგამოფენო დარბაზებში ივ სენ ლორანის მიერ შექმნილი ყველაზე გამორჩეული ნამუშევრები, კოსტიუმები და ესკიზები გამოიფინება. აქვე განთავსდება ბიბლიოთეკა, სადაც მსურველებს დიზაინერის ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. ბიბლიოთეკა მოიცავს საარქივო მასალებს, ცნობილი დიზაინერის ალჟირში დაბადების, მარაკეშში მოგზაურობისა და პარტნიორის გაცნობის შესახებ.

დღის ამბები