06 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ავსტრიაში დღეს საპარლამენტო არჩევნებია

ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მანდატების მოსაპოვებლად 16 პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის. მათ შორის ავსტრიის თავისუფლების პარტია, რომელიც შარშან ვლადიმერ პუტინის "ედინაია რასიას" პარტნიორი გახდა.

სოციალური გამოკითხვების თანახმად რეგისტრირებულია 6 მილიონ 400 ათასი ამომრჩეველი და აქედან მილიონზე მეტმა ადამიანმა ჯერ არ იცის ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. გამოკითხვების და რეიტინგების თანახმად გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი "ავსტრიის სახალხო პარტიას" აქვს, რომელსაც 31 წლის სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს. კონსერვატორებს მცირე სხვაობით ჩამორჩება ავსტრიის კანცლერის სოციალ-დემოკრატების პარტია. სწორედ ამ ორი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციის დაშლის გამო დაინიშნა დღეისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. უთანხმოების მთავარი პრობლემა კი საემიგრაციო პოლიტიკა გახდა.

დღის ამბები