06 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული "სახალხო პარტია" ლიდერობს

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული "სახალხო პარტია" ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 31.6% მოიპოვა. გამარჯვების შემთხვევაში, 31 წლის სებასტიან კურცი, ავსტრიის კანცლერის პოსტს დაიკავებს და ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდება.

მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება იყო. მეორე ადგილზე 26.9%-ით ავსტრიის "სოციალ-დემოკრატიული პარტიაა".

ლიდერთა სამეულში მემარჯვენე პოპულისტური "ავსტრიის თავისუფლების პარტია" მოხვდა, რომელიც შარშან ვლადიმერ პუტინის, "ედინაია რასიას" პარტნიორი გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 26% მიიღო. 

დღის ამბები