06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
წინასწარი შედეგებით, ყირგიზეთის პრეზიდენტი ყოფილი პრემიერი სოორონბაი ჟეენბეკოვი გახდება

ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის ლიდერის პოსტს ყოფილი პრემიერმინისტრი სოორონბაი ჟეენბეკოვი დაიკავებს. მას ამომრჩეველების 50%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. მის მთავარ კონკურენტს, ასევე ყოფილ პრემიერმინისტრს კი, 33.4% მიემხრო.

ელექტრონული საარჩევნო ურნების მიერ შეგროვებული მონაცემებით, ხმის მიცემის პროცედურაში 60%-მდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილოება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოფიციალური შედეგები ბიულეტინების ხელით დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი. 

დღის ამბები