06 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ

მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები. ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ერთმანეთს ჟენევაში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინიციატივით შეხვდნენ.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტებმა კონფლიქტურ რეგიონში დაძაბული ვითარების განმუხტისთვის საჭირო ნაბიჯებზეც ისაუბრეს.

ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიევი და სარგსიანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

დღის ამბები