06 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ორ მთავარ წევრს პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ორ მთავარ წევრს პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად ედებათ საპროტესტო აქციების ორგანიზება და ამბოხებისკენ მოწოდება. ჟორდი სანჩესის და ჟორდი კოიშარის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი თავდებით გათავისუფლებას არ ექვემდებარება.

პატიმრობას გადაურჩა კატალონიის პოლიციის უფროსი. მას მხოლოდ პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. აქტივისტების დაკავება კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა გააპროტესტეს და სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულეს.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის გასაუქმებლად კატალონიის ლიდერებს ვადა ხუთშაბათამდე აქვთ. თუ ისინი მადრიდის მოთხოვნას არ შეასრულებენ, ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიას გაუუქმებს.

დღის ამბები