06 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება კიევში - სპეცდანიშნულების რაზმმა რადასთან მიმდინარე აქციაზე კარვების აშლა სცადა 

დაპირისპირება კიევში - გვიან ღამით ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მომიტინგეების მიერ კარვების ქალაქის გარშემო აღმართული ლითონის ღობის აღებას და კარვების აშლას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც მათ მომიტინგეებმა არ მისცეს. ფიზიკური დაპირისპირება მიჰყვა ასევე უმაღლესი რადას ერთ-ერთი დეპუტატის შელაპარაკებას აქციის მონაწილეებთან.

ინციდენტი მიხეილ სააკაშვილის ჩარევის შემდეგ ამოიწურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მომიტინგეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

„ხელისუფლებამ ხალხის ნეიტრალიზაციისთვისა და დემორალიზაციისთვის იგივე მეთოდები გამოიყენა, რომლებსაც თავის დროზე იანუკოვიჩის რეჟიმი იყენებდა. ესენია პოლიტიკური რეპრესიები, სამოქალაქო აქტივისტების დევნა. მსგავსი ქმედებების ხალხის აღშფოთებას იწვევს. დღეს ვნახეთ უამრავი ადამიანი, რომლებიც ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონის მიღებას და ზოგადად, ქვეყანაში ცვლილებებს მოითხოვდნენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, კანონპროექტის განხილვა 2 დღით გადაიდო. ხალხი პარლამენტის წინ მთელი ამ დროის განმავლობაში დარჩება, რათა ნახოს, შეასრულებს თუ არა უმაღლესი რადა მის მოთხოვნებს,”-განაცხადა უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრმა  ირაკლი იმნაძემ.

პარალელურად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღის უკანონო საწყობის აღმოჩენის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების განმარტებით, იარაღი შესაძლოა რადას წინ გამართულ მიტინგზე შეტაკების პროვოცირებისთვის იყო განკუთვნილი.

საპროტესტო აქცია უკრაინის რადასთან დღეს დილიდან განახლდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები