06 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
სპეცრაზმები არავის უშველის, რადგან აქ ხალხი დგას - მიხეილ სააკაშვილი 

აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე პარლამენტის შენობასთან დარჩენას გეგმავენ - ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „NEWS ONE”-თან ინტერვიუში გააკეთა.

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა სამართალდამცველების ქმედებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომიტინგეების რადას შენობასთან დარჩენის მთავარი მიზეზი, ხელისუფლების მიერ მათი მოტყუების შესაძლებლობაა.

„არსებულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ომია, მათ სამხედრო მოსამსახურეები ფრონტის ხაზიდან მოხსნეს და აქ გადმოიყვანეს. ჩვენ ვხედავთ რაში იხარჯება ფული, რამდენი სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავს ხელისუფლებას. სპეცრაზმები არავის უშველის, რადგან აქ ხალხი დგას. აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ კანონს, რომელის მიღებასაც ისინი ითხოვენ, 2 დღეში დაამტკიცებენ. ხალხმა ამ ხნის განმავლობაში აქ დარჩენა გადაწყვიტა, რათა ხელისუფლებამ ის არ მოატყუოს,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გასული ღამე ოპოზიციის ლიდერებმა გრუშევკის ქუჩაზე გაშლილ კარვებში გაატარეს. დემონსტრანტები სამ მთავარ მოთხოვნას აყენებენ - შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო, გაუქმდეს სადეპუტატო იმუნიტეტი და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.

ამავე თემაზე
დღის ამბები