06 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
2008 წლის დროს დასავლეთს კრემლის აგრესიულ ქმედებებზე არასათანადოდ მკაცრი რეაგირება ჰქონდა - ესტონეთის პრეზიდენტი

2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს დასავლეთს კრემლის აგრესიულ ქმედებებზე არასათანადოდ მკაცრი რეაგირება ჰქონდა - განცხადება ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.

კერსტი კალუ-ლაიდის თქმით, 2008 წელს განვითარებული მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთი უარს ამბობს, აღიაროს მეზობელი ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი.

ესტონეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მანამდე დარჩება ძალაში, ვიდრე მოსკოვი ურთიერთობებს გასაუმჯობესებლად პირველ ნაბიჯს არ გადადგამს.

„რუსეთი არ ცნობს მის მიერვე ხელმოწერილ საერთშორისო შეთანხმებებს. კრემლის მხრიდან გაზრდილ საფრთხეებზე მსოფლიოში დღემდე საუბრობენ. რუსეთს არ გაუყვანია ჯარები უკრაინიდან, არ დასრულებულა ყირიმის ოკუპაცია. ან იქნებ საქართველომ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები? 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი იმ პროცესის ნაწილია, როდესაც რუსეთი უარს ამბობს აღიაროს მეზობელი ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ მომავალი. მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას არ ჰქონია სათანადოდ მკაცრი რეაქცია. დასავლეთში მკაფიოდ არ თქვეს, რომ მსგავსი ვითარება მიუღებელია. ყირიმის შემთხვევაში, რეაგირება გაცილებით მკაცრია, გაჩნდა სანქციები,”-განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა.

დღის ამბები