06 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
ევროსაბჭოს პრეზიდენტი "ეხო მასკვის" ოფისში მომხდარი თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს 

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოსკოვში, "ეხო მასკვის" ოფისში მომხდარი თავდასხმა დაგმეს. ტორბიორნ იაგლანდმა რუსეთის ხელისუფლებას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" კი ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა თავად რუსეთის ხელისუფლების და რუსული მედიის მიერ იყო პროვოცირებული, რომელიც ბოლო პერიოდში "ეხო მასკვის" ხშირად აკრიტიკებდა.

ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოფისში ყელის არეში დაჭრა. უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მან შესასვლელში დაცვის თანამშრომელს ცრემლსადენი გაზი შეასხა და რედაქციაში ისე შეიჭრა.

თავდამსხმელი დაკავებულია. დაჭრილი ჟურნალისტი კი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

დღის ამბები