06 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ლონდონში წლის ყველაზე წარმატებული რეპორტიორები დააჯილდოვეს

ლონდონში წლის ყველაზე წარმატებული რეპორტიორები დააჯილდოვეს. რორი პეკის სახელობის პრემიები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მომუშავე ოპერატორებს გადასცეს. მათ შორის სირიელ რეპორტიორს, ვაად ალ ქათიბს, რომელიც ქალაქ ალეპოში არსებულ მძიმე ვითარებას აშუქებდა.

ჟიურის განსაკუთრებული მოწონება ალეპოს დანგრეულ საავადმყოფოებში მის მიერ მომზადებულმა სიუჟეტებმა დაიმსახურა.

რორი პეკის სახელობის პრიზი ასევე გადასცეს ფრანგ ოპერატორს, ოლივიე სარბილს, ერაყის ქალაქ მოსულში რეპორტაჟების მომზადებისთვის. სირიელი კოლეგისგან განსხვავებით, ოლივიე გამოცდილი ოპერატორია და აშუქებდა კონფლიქტებს ლიბიაში, მალიში, სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში.

დღის ამბები