06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ჯეფ ფლეიკმა დონალდ ტრამპის მმართველობის სტილს უგუნური და უღირსი უწოდა

დონალდ ტრამპს საჯაროდ უკვე მეორე თანაპარტიელი სენატორი დაუპირისპირდა. ჯეფ ფლეიკმა სენატში სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტის მმართველობის სტილს უგუნური და უღირსი უწოდა.

მას პირადად დონალდ ტრამპი არ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ როდესაც მთავრობის პირველი პირი უღირსად იქცევა, საშიშია დემოკრატიისთვის და ქვეყანას სიძლიერეს ვერ შემატებს. ჯეფ ფლეიკმა დაადასტურა, რომ ის სენატში მოსახვედრად კენჭს აღარ იყრის.

სიტყვის დასრულების შემდეგ სენატორის მიმართ თანაპარტიელებმა მხარდაჭერა ოვაციით გამოხატეს და ტრიბუნიდან ტაშით გააცილეს. ფლეიკის გადაწყვეტილებას მიესალმა თეთრი სახლი და მას დროული უწოდა.

დღის ამბები