06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
ლუიზიანას შტატში შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა შეიარაღებულ თავდასხმას ლუიზიანას შტატში. გრამბლინგის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში დაუდგენელ მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, თავდამსხმელმა კი გაქცევა მოახერხა. მედიის ცნობით, ორივე გარდაცვლილი ამ უნივერსიტეტის სტუდენტია.

თავდამსხმელის ვინაობა ამ დროისთვის არ სახელდება. უცნობია დანაშაულის მოტივიც. სამართალდამცველები ამ ეტაპზე მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თავდამსხმელის დასაკავებლად ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

დღის ამბები