06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
კიევში დეპუტატის აფეთქების მცდელობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. იგორ მოსიიჩუკის დაცვის წევრთან ერთად, თავდასხმას გამვლელიც ემსხვერპლა, რომელიც იმავე შენობაში მცხოვრები პოლიციელი აღმოჩნდა.

რადას დეპუტატის მკვლელობა ტელეკომპანია "ესპრესოს" რედაქციასთან გუშინ საღამოს სცადეს. მის ავტომობილთან დანაღმული მოპედი აფეთქდა. შედეგად, სულ 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, თავად იგორ მოსიიჩუკი და პოლიტოლოგი ვიტალი ბალა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური მომხდარს ტერაქტის მუხლით იძიებენ. ძალოვან უწყებაში რუსულ კვალზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ მოსიიჩუკის მკვლელობით ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი იყო დაინტერესებული. თავად დაჭრილი დეპუტატი კი აღნიშნავს, რომ დაკვეთა მოსკოვიდან მოდის. 

დღის ამბები