06 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ტრამპის აზრით, რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია "Fox"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ფხენიანთან მიმართებაში ვაშინგტონის მთავარი პარტნიორი ამ დროისთვის ჩინეთია. დონალდ ტრამპის თქმით, შესანიშნავი იქნებოდა, თუ მათ დიალოგი შეეძლებოდათ როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან.

პრეზიდენტის აზრითვე, რუსეთი ამ ეტაპზე სავარაუდოდ, ხელს უშლის ვაშინგტონის ძალისხმევას, მოაგვაროს ჩრდილოეთ კორეის პრობლემა. 

დღის ამბები