06 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
კიევში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტით გავრცელდა

ინტერნეტით კიევში მომხდარი აფეთქების ამსახველი ვიდეო მასალა გავრცელდა. კადრები ტელეკომპანია "ესპრესოს" შენობაზე დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. სწორედ ამ რედაქციასთან მოხდა გუშინ ღამით თავდასხმა რადას დეპუტატზე.

იგორ მოსიიჩუკის ავტომობილთან დანაღმული მოპედი აფეთქდა. შედეგად, დეპუტატი მძიმედ დაშავდა, მისი დაცვის წევრი და გამვლელი პოლიციელი კი დაიღუპა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური მომხდარს ტერაქტის მუხლით იძიებენ. მათი ვარაუდით, თავდასხმა შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურების მიერ იყოს ორგანიზებული.

ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს კრემლი. დიმიტრი პესკოვმა ვერსიას აბსოლუტურად უსაფუძვლო და უკრაინაში რუსოფობიის მორიგი გამოვლინება უწოდა.

დღის ამბები