06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
კატალონიის პარლამენტში საგანგებო დებატები გაიმართება

კატალონიის პარლამენტში საგანგებო დებატები დღესაც გაიმართება. გუშინდელ სხდომაზე კანონმდებლებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, დღეს კი ისინი რეგიონის მთავრობის წინადადებას განიხილავენ, რომელიც პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგების აღსრულებას ითვალისწინებს.

გუშინ კარლეს პუჩდემონმა უკან დაიხია და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე უარი თქვა. კატალონიის ლიდერმა მოტივად, მადრიდის მხრიდან საკმარისი გარანტიის არარსებობა დაასახელა.

დღეს კი, ესპანეთის პარლამენტი კენჭს უყრის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რაც რეგიონზე პირდაპირი მმართველობის დაწესებას გულისხმობს.

დღის ამბები