06 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
პენტაგონის ხელმძღვანელმა სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართა

ფხენიანის მუქარის ფონზე ოფიციალური ვიზიტით რეგიონში პენტაგონის ხელმძღვანელი ჩავიდა. ჯიმ მატისმა სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართა და მოგვიანებით ორი ქვეყნის საზღვართან ჩავიდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა კორეელ კოლეგასთან ერთად, დემილიტარიზებული ზონა მოინახულა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა.

ჯიმ მატისის განცხადებით, ვაშინგტონის მთავარი მიზანი სამხედრო კონფრონტაციის თავიდან აცილება და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა. პენტაგონის ხელმძღვანელი სეულში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

დღის ამბები