06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ესპანეთის პრემიერი სენატორებს კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ესპანეთის პრემიერმინისტრი სენატორებს კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. დაგეგმილ კენჭისყრამდე მარიანო რახოი სენატში სიტყვით გამოვიდა და კატალონიის მთავრობა ოჯახებისა და საზოგადოების დაყოფაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, კატალონიასთან დაკავშირებით საგანგებო ზომების მიღება აუცილებელია, რადგან ქვეყნის ერთიანობისა და სტაბილურობისთვის სხვა არჩევანი ხელისუფლებას არ აქვს.

ესპანეთის სენატმა დღეს უნდა უყაროს კენჭი კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რომელიც კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესებას ითვალისწინებს. მოგვიანებით პრემიერმინისტრი საგანგებო თათბირს ჩაატარებს და კატალონიის ლიდერს მთავრობასთან ერთად დაითხოვს. 

დღის ამბები