06 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბარსელონაში აქციები მოჰყვა

კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ესპანეთი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის წინაშე დააყენა. ორად გაიყო ავტონომიური რეგიონის მოსახლეობაც.

ბარსელონაში მთელი ღამის განმავლობაში დამოუკიდებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები მიმდინარეობდა. მთავრობის სასახლესთან შეკრებილი ათასობით ადამიანი რეგიონული პარლამენტის გადაწყვეტილებას ზეიმობდა.

ქუჩაში გასული ადგილობრივების ნაწილი კი ესპანეთის ერთიანობის შენარჩუნებას მოითხოვდა. ერთიანობის მომხრეთა მასშტაბური აქცია დღეს მადრიდშიც გაიმართება. 

დღის ამბები