06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში პირველი ბრალდებული გამოიკვეთა

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში პირველი ბრალდებული გამოიკვეთა.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, პირს, რომელსაც ბრალი წაუყენეს, 30 ოქტომბერს დააკავებენ.

მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა CNN-ის ცნობითვე, დეტალები, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გასაჯაროვდება. დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებს, სპეციალურ პროკურორ რობერტ მალერთან ერთად, კონგრესის ორივე პალატაც იძიებს.

31 ოქტომბერს სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენა გაიმართება, რომელზეც ჩვენებას Facebook-ის, Twitter-ის და Google-ის წარმომადგენლები მისცემენ.

დღის ამბები