06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
კურტ უოკერი უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების გადაცემას არ გამორიცხავს

კურტ უოკერი უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების გადაცემას არ გამორიცხავს. შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენელი უკრაინაში სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ვაშინგტონი აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემის საკითხს, რადგან მსგავსი ტიპის შეიარაღება უკრაინის ხელისუფლებას თავდაცვისთვის ესაჭიროება. კურტ უოკერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი დონბასში კონფლიქტის გამწვავების მცდელობაში, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მოსკოვში უკვე იწყებენ გაცნობიერებას შექმნილი ვითარება უკვე რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

დღის ამბები