06 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
ევროპაში უამინდობას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროპაში უამინდობას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შტორმი სახელწოდებით “ჰერვარტი” გერმანიას, პოლონეთსა და ჩეხეთს დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. წაქცეული ხეების გამო, შეზღუდული იყო საავტომობილო მიმოსვლა.

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობაც გამოიწვია. უამინდობის გამო, გადაიდო ავიარეისები, ნაწილობრივ მუშაობა შეაჩერა რკინიგზამაც.

ბერლინში საგანგებო მდგომარეობა ამ დრომდე მოქმედებს.

დღის ამბები