06 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ოფიციალური მადრიდი კატალონიის ავტონომიის გაფართოებას არ გამორიცხავს

ოფიციალური მადრიდი კატალონიის ავტონომიის გაფართოებას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ალფონსო დასტისის განმარტებით, შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა, შესაძლოა რეგიონისთვის ავტონომიის კიდევ უფრო გაფართოებული სტატუსის მინიჭება იყოს, მიუხედავად იმისა რომ კატალონია მსოფლიოში ყველაზე ფართო ავტონომიური უფლებებით სარგებლობს.

ბელგიის პრემიერმინისტრის განცხადებით კი, ბრიუსელში პოსტიდან გათავისუფლებული კატალონიის ლიდერისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და მხარეებს მან დიალოგისკენ მოუწოდა.

დღის ამბები