06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
ერაყის ქურთისტანში პარლამენტის შტურმის მცდელობა სამართალდამცველებთან დაპირისპირებით დასრულდა

ერაყის ქურთისტანში პარლამენტის შტურმის მცდელობა სამართალდამცველებთან დაპირისპირებით დასრულდა. ქალაქ ერბილში რამდენიმე ათეული შეიარაღებული ადამიანი შენობის აღებას მას შემდეგ შეეცადა, რაც ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, შტურმის მონაწილეები ერაყელი ქურთების გადამდგარი ლიდერის მხარდამჭერები იყვნენ.

პარლამენტის შენობაში სროლის ხმაც ისმოდა. ამ დრომდე არ გვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დღის ამბები