06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
უკრაინაში საზოგადოებრივი აქტივისტი ამინა აკუევა მოკლეს

უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მოხალისე და საზოგადოებრივი აქტივისტი, ამინა აკუევა მოკლეს. მასზე და მის მეუღლეზე, ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილ ადამ ოსმაევსზე, თავდასხმა კიევის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

უცნობმა პირებმა მათ მანქანას ცეცლხი გაუხსნეს. ამინა აკუევა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოსმაევი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. ის მომხდარში რუსულ კვალზე საუბრობს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ოსმაევების ოჯახზე თავდასხმა კიევში 1 ივნისსაც მოხდა, მაშინ ადამ ოსმაევი მძიმედ დაიჭრა.

დღის ამბები