06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის ბიზნეს პარტნიორს შინა პატიმრობა მიუსაჯეს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის ბიზნეს პარტნიორს სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. პოლ მანაფორტისა და რიკ გეიტსის დაკავების გადაწყვეტილება ფედერალურმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც FBI-ს მიერ წარდგენილი ბრალდების შინაარსს გაეცნო.

შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების გარდა, გამოძიება პოლ მანაფორტს ფულის გათეთრებას, ცრუ ჩვენების მიცემასა და უკრაინასთან დაკავშირებულ ჩრდილოვან გარიგებებში მონაწილეობას ედავება.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბრალდებებს დონალდ ტრამპთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დღის ამბები