06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს 12-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის ბიზნეს პარტნიორს სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. პოლ მანა-ფორტისა და რიკ გეიტსის დაკავების გადაწყვეტილება ფედერალურმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც FBI-ის მიერ წარდგენილ ბრალდებებს გაეცნო.

მანაფორტისთვის წაყენებულ ბრალზე მედიასთან მისმა ადვოკატმა ისაუბრა. უფლებადამცველმა ბრალის იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომელიც ეხებოდა უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის პირობების დარღვევას.

ლობისტური საქმიანობა უცხო ქვეყნის მთავრობის სასარგებლოდ და დაფინანსების მიღება უცხო ქვეყნის მთავრობისგან, ამერიკული კანონმდებლობით ამ აქტში აგენტად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მან ბრალს უარგუმენტო უწოდა, რაც შეეხება თანხების ოფშორში გადარიცხვას, ქევინ დაუნინგიმ განაცხადა, რომ ეს არასერიოზულია. 

მანაფორტისთვის ბრალის წარდგენას თეთრი სახლის პრესმდივანი ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. სარა სენდერსმა განაცხადა, რომ მომხდარს არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტთან. 

"დღევანდელ განცხადებას არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტთან. არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტის კამპანიასთან ან მის საქმიანობასთან. ნამდვილი შეთქმულების სკანდალი, როგორც უკვე არა ერთხელ აღვნიშნეთ, ყველანაირად დაკავშირებულია კლინტონის კამპანიასთან, “ფიუჟენ ჯიპიესთან” და რუსეთთან. არის მყარი სამხილი, რომ კლინტონის კამპანიას შეთქმულება ჰქონდა რუსეთთის დაზვერვასთან, რათა გაევრცელებინა დეზინფორმაცია და ჩირქი მოეცხო პრეზიდენტისთვის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად," - აცხადებს სარა სენდერსი.

პოლ მანაფორტს და რიქ გეითსს ბრალი 12 მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ შორის არის შეთქმულება აშშ-ის წინააღმდეგ, ფულის გათეთრება, უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის პირობების დარღვევა. 

მანაფორტი და გეითსი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ 2 ნოემბერს წარდგებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 12-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

დღის ამბები