06 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
კევინ სპეისის სკანდალის ფონზე "ნეტფლიქსმა" პოპულარული ტელესერიალი "ბანქოს სახლი" დახურა

კევინ სპეისის სკანდალის ფონზე "ნეტფლიქსმა" პოპულარული ტელესერიალი "ბანქოს სახლი" დახურა. მსახიობი ამ შოუში მთავარ როლს ასრულებს და პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერია.

პოლიტიკური დრამის შემქმნელებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც კევინ სპეისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვეს და გუნდის წევრებთან შეხვედრა დააანონსეს. კევინ სპეისი ყურადღების ცენტრში ენტონი რეპის ბრალდების შემდეგ მოექცა, რომელმაც ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

მსახიობმა განაცხადა, რომ მსგავსი სიტუაცია არ ახსენდება, თუმცა კოლეგას ბოდიში მოუხადა. ამავე განცხადებაში სპეისიმ აღიარა, რომ ის გეია.

"ბანქოს სახლი" „ნეტფლიქსის“ ქსელში 2013 წლიდან გამოდის, ტელე შოუ 40-ჯერ იყო ნომინირებული EMMY-ზე და 6 ჯილდო მიიღო.

კევინ სპეისიმ კი, პრეზიდენტ ანდერვუდის როლის შესრულებისთვის "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა.

ტელე შოუს მეექვსე სეზონი, რომელიც ეკრანებზე 2018 წელს გამოდის, ბოლო იქნება. 

დღის ამბები