06 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
მკვლელობების სერია იაპონიაში - საცხოვრებელ სახლში 9 ადამიანის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს

იაპონიის პოლიცია მკვლელობების სერიას იძიებს. ქალაქ ძამას ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცველებმა 9 ადამიანის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. გვამების ფრაგმენტები მაცივრებში იყო შენახული. პოლიცია სერიული მკვლელის კვალზე, გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის ძებნის დროს გავიდა.

გამოძიების ვერსიით, ბინის მეპატრონე, 23 წლის ქალმა ინტერნეტით გაიცნო, როდესაც თვითმკვლელობის საიტს სტუმრობდა. გაუჩინარებამდე მან Twitter-ში დაწერა, რომ სუიციდისთვის პარტნიორს ეძებდა.

ვარაუდობენ, რომ 9-დან ერთ-ერთი მოკლული სწორედ ეს ქალია, რადგან ის კორპუსთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, მას ბრალს უახლოესი 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ.

დღის ამბები