30 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
2018 წლის ბიუჯეტს კენჭი ხვალინდელ სესიაზე ეყრება

კანონმდებლები მიმდინარე სასესიო კვირაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭის ყრის პროცედურა ხვალ გაიმართება. ოპოზიციური ფრაქციები საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ, დეპუტატების განმარტებით, პროექტში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შესატანი ცვლილებები განხილვამდე უნდა ასახულიყო.

„მთავრობამ გამოაცხადა ოპტიმიზაცია, მაგრამ სინამდვილეში თანხები კი არ დაზოგა სამთავრობო ხარჯის მიმართულებით, არამედ პირიქით, გაზარდა და ამ ნამატშიც ერთი თეთრიც ვერ იპოვა ვერც პენსიის გასაზრდელად, ვერც დევნილების შემწეობის გასაზრდელად და ვერც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების გასაზრდელად,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ოპონენტების პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობა ბიუჯეტის დამტკიცებას დეკემბრის ბოლომდე გეგმავს, საბოლოო შესწორებების შეტანას კი საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.

„მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შედეგად, სამთავრობო სტრუქტურებს აქვთ სამთვიანი ვადა იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილებები განახორციელონ თავიანთ სტრუქტურაში, რაც შესაძლებელია შემდეგ უკვე აისახოს 2018 წლის ბიუჯეტში. რაც შეეხება წარმოდგენილ ბიუჯეტს, რა ფორმითაც არის შემოთავაზებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორმით დაუჭერს პარლამენტი მხარს,“ - განაცხადა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები