30 დეკემბერი 2024,   21:14
ვრცლად
სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა

სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ურთიერთთანამშრომლობა და სამომავლო გეგმები იყო. ნინო ლომჯარიას განცხადებით ომბუდსმენის აპარატის ანგარიში მარტში უნდა წარედგინოს პარლამენტს და ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეხვედრაზე.

„გვაინტერესებს რა არის პარლამენტის მოლოდინები. ამასთანავე თებერვლის თვეში უნდა მოხდეს წინა ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დროა ჩაეყაროს საფუძველი თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს შორის.

„ქვეყანაში ადამიანის უფლებების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქმეს,“-განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ანგარიშების მიღმა რა ურთიერთობა ექნება კომიტეტს სახალხო დამცველთან.

„გარდა იმისა რომ არსებობს კონკრეტული ვალდებულებები იგივე ანგარიშებთან მიმართებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშებს მიღმა რა ურთიერთობა გვექნება. ვინაიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზეც ძაან მნიშვნელოვანია როგორ მოახდენს რეაგირებას კომიტეტი,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 

დღის ამბები