ნიუ-იორკის შტატში, ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე პატარა კოტეჯის საძინებელს მოედო. ადგილზე სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც ხანძარი მალევე ჩააქრო.
შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს ბილ და ჰილარი კლინტონები სახლში არ იმყოფებოდნენ.
შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ეს კომპლექსი 1999 წელს მილიონ 700 ათას დოლარად იყიდეს.